logo_geo
eng_logo
საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთის“ მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება
- +

14 აგვისტო. 2019. 11:18

 

 

საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ 85-კმ 98-ზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

 

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“ ისარგებლოს.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner