logo_geo
eng_logo
როგორ აღმოჩნდა ირაკლი იმნაიშვილი „BBC“-ზე - ჟურნალისტის კომენტარი
- +

29 აგვისტო. 2019. 02:42

 

 

ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც სავარაუდოდ რუსთავი2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, „პრაიმტაიმს“ „BBC“-ზე მისი საქმიანობის შესახებ ესაუბრა. როგორ აღმოჩნდა ის მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაში, სადაც ჩვენი ინფორმაციით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილ განყოფილებაში მუშაობდა, მსოფლიოს ახალი ამბების რედაქტორის მოადგილის პოზიციაზე.

 

„BBC“-ის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურში შედის რამდენიმე ათეული ენა და სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან განსხვავებელი არის მისი მრავალენოვანი მაუწყებლობა, შესაბამისად კადრების შერჩევაც ხდება სწორედ მინუმიმ ორი ენის მეშვეობით, ანუ ადამიანმა იცის სხვადასხვა ენა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ვინაიდან „BBC“ არ მაუწყებლობს ქართულ ენაზე და ინგლისურის გარდა რაც ვიცი, ეს არის რუსული“, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

 

მისი თქმით, როდესაც რუსეთმა მიზანმიმართული „ფეიქნიუსის“ ოპერაცია წამოიწყო, ძალიან დიდი ტვირთი დააწვა ამ მიმართულებით „BBC“-ის - ყველა ნიუსი, რომელიც კრემლის პროპაგანდის მიერ ვრცელდებოდა უნდა ყოფილიყო განმარტებული იმ კონკრეტულ ქვეყანაში.

 

ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქართველებისთვის არის ცნობილი არის  იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებული „ფეიქი“ ვითომდა საქართველოში არსებული სენატორ ლუგარის სახელობის ლაბორატორია საფრთის შემცველია... ეს „ფეიქი“ მოსკოვში შეიქმნა.  „BBC“ იყო პირველი, რომელმაც ჩამოიყვანა კორესპონდენტი და უამბო ხალხს, რომ ეს არ არის „ფეიქი“.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც ამ დრომდე „BBC“-ზე მუშაობს.

 

ირაკლი იმნაიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობა 2000 წელს „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურში - სპეციალური კორესპონდენტის რანგში დაიწყო და აშუქებდა კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენებს.

 

2004 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „მზეზე”, როგორც პოლიტიკური თოქშოუს „არჩევანის ზღვარზე“ ავტორი და წამყვანი.

 

2006 წელს ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ირაკლი იმნაიშვილმა მედია მენეჯმენტის სწავლა ლონდონში განაგრძო და ვესტმისნსტერის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 2007 წლიდან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიაში (BBC) დაიწყო მუშაობა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner