logo_geo
eng_logo
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერობიდან გათავისუფლდა
- +

9 სექტემბერი. 2019. 12:52

 

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი აღარ არის“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

 

პრეზიდენტის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

 

„ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში მუშაობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა ეს ამბავი და მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას. როგორც კი რაიმე ახალი იქნება ცნობილი, თქვენ გაიგებთ ამის შესახებ“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner