logo_geo
eng_logo
„სოროსის“ ფონდის ხელმძღვანელმა საჯაროდ იცრუა“ - POSTV-ის „მედია რენტგენი“
- +

9 სექტემბერი. 2019. 15:48

 

 

ინტერნეტ ტელევიზია POSTV „ღია საზოგადოება საქართველოს“  ხელმძღვანელს თამარ ხუციშვილს სიცრუეში ამხელს.

 

„მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი,  TV1-ის ეთერში, სანაია-ჟიჟილაშვილის წყვილთან,  ქეთი ხუციშვილის სტუმრობის შესახებ გვიყვება, სადაც „სოროსის“ ფონდის  ხელმძღვანელმა თქვა, რომ  20-21 ივნისს,  აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაზე,  არც ერთ ძალოვანს არაფერი არ მოჰკითხეს,  აღნიშნულის თაობაზე არც სასამართლოს და პროკურატურას არაფერი  უთქვამთ.

 

სინამდვილეში კი გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს, შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლოს ძალის გადამეტების საქმეზე ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირია მიცემული და ამასთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ბრიფინგები, რომელიც გააშუქა მედიამ და დაინტერესებულ, ობიექტურ პირს,  ეს ინფორმაცია არ გამორჩებოდა.

 

„სოროსის“ ფონდის უფროსმა TV1-ის   ეთერში საჯაროდ იცრუა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა  ტყუილი არ გაუსწორეს,  გაატარეს, აწყობდათ და რატომ გაუსწორებდნენ“, - ამბობს ,,მედია რენტგენის“ ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი.

 

რამიშვილის თქმით, თამარ ხუციშვილი არა არის  ,,ენჯეო“  სექტაში ხელწამოსაკრავი ფიგურა და  ის განაგებს ფულს, რომელსაც „ენჯეოშნიკებს“  გრანტების სახით ურიგებს.

 

,,ამრიგად ჩვენ ერთ-ერთ მთავარ ენჯეო კასირად გვყავს ქალბატონი რომელიც: ა) საოცრად არაკომპეტენტურია და რას ლაპარაკობს თავადაც არ იცის;  ბ) უსინდისო მატყუარაა, რადგან ძალიან კარგად იცის რომ ცრუობს,  მაგრამ ასე სჭირდება პოლიტიკურად;  3) ,,მიშისტურ“   საპნის ბუშტში ცხოვრობს  და მისი ტვინი  უბრალოდ არ ღებულობს  იმ ინფორმაციას, რომელიც ქართული ოცნების პრორუსულობის მითს ანგრევს, ანუ ამ პირს აქვს თავისი მკაფიო მოდუს ვივენდი, რომელშიც ბიძინა რუსი ოლიგარქია, გახარია - სისხლიანი ჯალათი, ხოლო გიგა ბოკერია კი  - თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი. ვერანაირი ფაქტი ამ საზრისს ვერ შეუცვლის;  რომელი ვერსიაა სწორი ა,  ბ, თუ გ ? ვეჭვობ მაგრამ სამივე“, - ამბობს რამიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner