logo_geo
eng_logo
„კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ“ – „რუსთავი 2“ განცხადებას ავრცელებს
- +

10 სექტემბერი. 2019. 13:48

 

„უკვე რამდენიმე დღეა „რუსთავი 2“-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„რუსთავი 2“-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები.

 

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

 

სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner