logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია 114-ე და 138-ე სკოლების პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა
- +

11 სექტემბერი. 2019. 12:13

 

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან  ერთად 114-ე და 138-ე სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მიმდინარე წლიდან ავარიული შენობების ადგილზე ახალი, ევროპული სტანდარტის სკოლების მშენებლობა დაიწყება.

 

ზაზა გაბუნიამ და ირინა აბულაძემ სკოლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს  იმ პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას სჭირდება.

 

„წინა წელს მე დავპირდი 114-ე და 138-ე სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს, რომ მათი შვილები ახალაშენებულ, მაღალი დონის სკოლებში ისწავლიდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს,  რომლებიც ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახლო პერიოდში ბავშვები ევროპული სტანდარტების ახალი სკოლებში განაგრძობენ სწავლას“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

შეხვედრას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner