logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა დავითგარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 18:08

 

აზერბაიჯანმა დავითგარეჯის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. პოსტის „კეშიკჩი გალას“ გახსნას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ „პოსტის „კეშიკჩიდაგის“(დავითგარეჯი) ტერიტორიაზე გახსნა საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ისახავს მიზნად“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner