logo_geo
eng_logo
მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს, სტაბილურად მძიმეა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 00:24

 

მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს, სტაბილურად მძიმეა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონულ ჰოსპიტალში განუცხადეს. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

 

„ოპერაციამდე პაციენტს აღენიშნებოდა გულის გაჩერების ეპიზოდი. ოპერაციამ ჩაიარა ნორმალურად. თუმცა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურების, გულმკერდის და სახის არეში. ოპერაციის შედეგად მოხდა მაგისტრალური სისხლძარღვების აღდგენა და გაიკერა შემავალი ჭრილობები,“ - აცხადებენ რეგიონულ ჰოსპიტალში.

 

არსებული ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე მიიყვანეს.

 

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. უწყების ცნობითვე, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 117-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner