logo_geo
eng_logo
ვეტერანებისათვის ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართება
- +

7 ოქტომბერი. 2019. 13:57

 

 

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, გაიმართება მხატვრული ფილმის, „შინდისის“ დახურული ჩვენება.

 

ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ სამსახურის ცხელ ხაზზე:

2 48 16 26

მხატვრული ფილმი „შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა.

 

სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

 

ფილმი „შინდისი’“ 2020 წელს, ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზეა“ წარდგენილი და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner