logo_geo
eng_logo
23 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ბავშვთა სმენის სკრინინგი ტარდება
- +

7 ოქტომბერი. 2019. 15:52

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 23 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ბავშვთა სმენის სკრინინგი ტარდება.

 

სტოკჰოლმიდან ჩამოსული სპეციალისტები გამოკვლევებს პირველ და მესამე კლასების მოსწავლეებთან ატარებენ.

 

კვლევის შედეგად გამოვლენილ სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ციფრული აპარატები.

 

სკრინინგი დღეს სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში გაიმართა. აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მერიის, საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

სმენის სკრინინგის აქცია სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ინიციატივით, შვედეთის საელჩოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner