logo_geo
eng_logo
10 ოქტომბერს, სკოლა-სტუდია „ბერიკების“ ერთობლივი პროექტის „STOP BULLYING“-ის ფარგლებში გაიმართება სპექტაკლის „ბახ, ბახ, მკვდარი ხარ“ პრემიერა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 17:29

 

ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, 16.00  საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში,  ეროვნული სასახლის და სკოლა-სტუდია „ბერიკების“ ერთობლივი პროექტის, „STOP BULLYING“-ის  ფარგლებში გაიმართება  სპექტაკლის „ბახ, ბახ, მკვდარი ხარ“ პრემიერა, ამერიკელი მწერლის უილიამ მასტერსიმონეს პიესის მიხედვით. ღონისძიება განკუთვნილია X, XI, XII კლასების მოსწავლეებისათვის. (სპექტაკლის ხანგრძლივობაა 55 წთ)

 

საღამოს დასასრულს გაიმართება დისკუსია ბულინგის თემაზე, მოწვეულ ექსპერტებსა და მოსწავლეებს შორის.

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე,  თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საგანმანათლებლო დაწესებულებების  მანდატურის სამსახურის მოადგილე ნინო შატბერაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner