logo_geo
eng_logo
„განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ წარდგენა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 16:25

 

 

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - „განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა და ისაუბრა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში განათლების  როლზე მდგრადი განვითარების მისაღწევად.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის,, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დოკუმენტი, ხოლო პროექტის ექსპერტმა თეა სიფრაშვილმა გააცნო მათ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

 

დოკუმენტს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავებას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner