logo_geo
eng_logo
დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის
- +

22 ოქტომბერი. 2019. 17:48

 

„აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც პანელი „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა“ ერთ-ერთი სპიკერი იყო.

 

დავით თვალაბეიშვილმა პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს  ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

 

„2 დღის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში საბოლოოდ დამტკიცდება.  ეს არის  ერთიანი სისტემა. ხაზი მინდა გავუსვა ბაზარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მონოპოლიას ადგილი არ ექნება.   ამ მიზნით სპეციალური მექანიზმი ყალიბდება,  რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წარმოგიდგენთ ელექტროპლატფორმას, რომელიც ანალოგიურია სკანდინავიის ქვეყნების. ეს მოთხოვნა ჩადებული იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და მოვიზიდავთ  ბევრ ინვესტორს  საქართველოში“, -განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner