logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ. წერილი სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას
- +

22 ოქტომბერი. 2019. 17:54

 

„პირველ რიგში იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ ზემოხსენებული „მუქარის წერილის დედანი“ თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის  ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

 

„ეს გარემოება მნიშვნელოვნად გაართულებს სხვადასხვა  სახის კვლევებს, საგრძნობლად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობასა  და სამომავლოდ უტყუარ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას.  მიუხედავად ამისა, კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას“, -  განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner