logo_geo
eng_logo
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის აქცია გაიმართა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 11:26

 

 

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან ერთად, ავსტრიულ დელეგაციას კრწანისის ტყეპარკში მასპინძლობდა.

 

ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაქს ჰეიგელსბერგერმა, ავსტრიელ ჟურნალისტებთან,  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან  და  სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ტყეპარკში 60 ელდარის ფიჭვის ნერგი დარგო.

 

ტერიტორიაზე   გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსდა, რომელიც ტყეპარკს დაიცავს უკანონო საქმიანობებისგან.

 

ღონისძიების მიზანია, ტყეპარკის, როგორც რეკრეაციული ზონის და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის ფიზიკური შენარჩუნება და განვითარება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner