logo_geo
eng_logo
ველური ბუნების სააგენტოში სკოლის მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
- +

6 ნოემბერი. 2019. 14:24

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები), მცენარეთა პლანტაციები და სათბური დაათვალიერეს, ასევე, ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ.

სააგენტოს დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა  ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარა მცენარეთა დარგვის, მოვლისა და გამოყვანის შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დარგეს ელდარის ფიჭვის ნერგები.

 

ველური ბუნების სააგენტო წელიწადში 102 სახეობის მილიონამდე ნერგს აწარმოებს, მათ შორის 20-მდე სახეობას საქართველოს წითელი ნუსხიდან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner