logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
- +

6 ნოემბერი. 2019. 14:38

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

 

შეხვედრას, რომელიც კაჭრეთში მიმდინარეობს, პარტიის ლიდერები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს წევრებიც ესწრებიან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაა.

 

„განიხილება მიმდინარე პარტიული საკითხები. ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ საკითხსაც ეთმობა სერიოზული ყურადღება. გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელზეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. საარჩევნო ამოცანა არის ის, რომ მნიშვნელოვნად ავცდეთ 50-პროცენტიან ნიშნულს. აქედან გამომდინარე, იქნება სერიოზული მომზადება და სწორედ ამაზეა საუბარი პარტიის შიგნით“,  - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც კობახიძემ განმარტა, მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა 10 რეგიონში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner