logo_geo
eng_logo
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:56

 

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას  ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ, სარგებელი ყურძნისა და  ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

 

პროგრამის შინაარსობრივი ცვლილებები მიზნად ისახავს პროგრამის  პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი  მასტიმულირებელი  გარემოს  შექმნას,  რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში.

 

ცვლილებების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, მსხმოიარე ვენახის არსებობა აღარ იქნება პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა.  ახალი რედაქციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს (ნაცვლად 20 მეპაიესი) ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა. ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდა 10 მეპაიემდე ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს  ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.

 

ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სახელმწიფოსგან გრანტის სახით გადაეცემა ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობა.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფს  საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ცვლილების თანახმად  სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების და საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციის  90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა. აღნიშნული ცვლილება უფრო გაამარტივებს და მოქნილს გახდის  პროგრამის შესრულების პირობებს სააგენტოს მხრიდან. თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში სააგენტოს თანადაფინანსების მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების,  არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად  ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

 

პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. კოოპერატივებმა, საწარმოს შენობა/ნაგებობის მშენებლობისთვის და  100 ტონა ყურძნის მიღება გადამუშავების საჭირო ტექნოლოგიური ხაზის ასაწყობად სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე თანადაფინანსება მიიღეს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner