logo_geo
eng_logo
„კავეა“ მაყურებლებს მოუწოდებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე უსაფრთხოების გამო, დაგეგმილზე ადრე მივიდნენ
- +

8 ნოემბერი. 2019. 13:02

 

 

კინოთეატრი „კავეას“ ადმინისტრაცია მაყურებლებს მოუწოდებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე უსაფრთხოების გამო, დაგეგმილზე ადრე მივიდნენ, რათა დარბაზში მათი განთავსება შეუფერხებლად მოხდეს, – ამის შესახებ განცხადება კინოთეატრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - ნათქვამია „კავეას“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

​შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა დღეს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner