logo_geo
eng_logo
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება
- +

8 ნოემბერი. 2019. 14:01

 

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან „ისნის“ მეტროსადგურამდე.

 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner