logo_geo
eng_logo
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ატმოსფერული ჰაერის შესახებ ლექცია გაიმართა
- +

8 ნოემბერი. 2019. 15:35

 

 

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და ატმოსფერული ჰაერის საკითხზე ესაუბრა.

 

ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და მუდმივად  აწყობს შეხვედრებს დაინტერესებულ საზოგადოებასთან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner