logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
- +

23 ნოემბერი. 2019. 18:39

 

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და გმირობისთვის, მეომრები (სიკვდილის შემდეგ) სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

 

შეკრებილ საზოგადოებას არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დაღუპული გმირების თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს, დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ჯილდოების გადაცემა განასახიერებს უწყვეტ კავშირს საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

 

„დღეს შევიკრიბეთ რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას, მადლობა გადავუხადოთ მათ ოჯახებს. მათ გაიღეს ყველაფერი და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების  წინაშე! არა თავისთავად ომი, რომელშიც ისინი გმირულად დაეცნენ, არამედ მშვიდობა, ჩვენი შვილების მომავალი და საქართველოს ხვალინდელი დღე იყო ის, რისთვისაც მათ თავი გასწირეს. ისინი ბრძოლაში დაეცნენ, თუმცა გაიმარჯვეს სამშობლოს სიყვარულში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და მეომრები დააჯილდოვეს  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ,  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner