logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს
- +

11 დეკემბერი. 2019. 12:34

 

„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

 

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება, ამის მიზეზად გასულ პერდიოდშიც და ახლაც ვასახელებ იმას, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რაც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. კომპანიის გადმოსახედიდან ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც აღვნიშნეთ, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან და მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამასი ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები. დადგენილი და შეთანხმებულია ჩვენ შორის, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი და ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, ჩვენ კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებასაც გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner