logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნა სურს
- +

13 იანვარი. 2020. 22:20

 

 

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის.

 

ამის შესახებ რუსული მედია რესპუბლიკის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

 

ჰაიდარბეკ ბუტოვის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებულია.

 

მისივე ინფორმაციით, თავისი იდეის განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკური მიზეზებით, მუშაობა შეჩერდა.

 

ბუტოვის განცხადებით, ავიარეისების დასანიშნად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner