logo_geo
eng_logo
პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ
- +

24 იანვარი. 2020. 15:49

 

„გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მაჭავარიანმა ფოთში გამართულ მებაჟის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა.

 

„დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, აღარ მოვყვები რეფორმების შესახებ, რომელზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი, იქნებოდა ეს განახლებული ინფრასტრუქტურის, თუ საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების კუთხით, ასევე ელექტრონული სერვისების დანერგვის მხრივ. ამ სფეროში მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო.

 

მინდა, გამცნოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner