logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით
- +

24 იანვარი. 2020. 16:36

 

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა მებაჟის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საბაჟო სფეროში განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს მეზობლებთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის მიმართულებით.

 

სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების მუდმივი მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner