logo_geo
eng_logo
საქპატენტი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე სრულად გადავიდა
- +

23 მარტი. 2020. 19:32

 

 

სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე სრულად გადავიდა.

 

 

საქპატენტის ინფორმაციით, მუშაობის დისტანციური რეჟიმის პირობებში, ცენტრი დაკისრებული ფუნქციების შესრულებას შეუფერხებლად აგრძელებს.

 

 

„საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებისა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID – 19) მასიური გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, უწყების მიერ ყველა სერვისის მიწოდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის განხორციელდება დისტანციურად.

 

 

მომხმარებლებს განაცხადებით მომართვა და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ საქპატენტის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული განაცხადის სისტემის საშუალებით – https://online.sakpatenti.gov.ge/ka/app/login/ ;

 

 

საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის სხდომები, საჭიროების შემთხვევაში, გაიმართება დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით; სატელეფონო კონსულტაცია გაიცემა სამუშაო საათებში (9:00-18:00 სთ., ორშაბათი-პარასკევი), შემდეგ ნომერზე: +995 32 225 25 33;

 

 

კორესპონდენციის წარმოება მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@sakpatenti.org.ge.

 

 

მუშაობის დისტანციური რეჟიმის პირობებში, საქპატენტი შეუფერხებლად აგრძელებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ყველა მომსახურების მიწოდება მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.

 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული თანამშრომლის, მთლიანი საზოგადოების უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის აცილებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner