logo_geo
eng_logo
ქრონიკული დაავადების მქონე 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მედიკამენტებს "საქართველოს ფოსტის" კურიერები მიუტანენ
- +

23 მარტი. 2020. 19:50

 

 

დღეიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია "საქართველოს ფოსტის" კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში არიან ჩართული, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.

 

 

მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ "საქართველოს ფოსტას" გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner