logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის დროს, მაღალი წნევა არის ყველაზე საშიში რისკფაქტორი
- +

23 მარტი. 2020. 20:32

 

 

 

“ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მძიმედაა, აქვს ორმხრივი პნევმინია და მაღალი წნევა, ჰიპერტონია. ასევე გულის უკმარისობა. სხვათაშორის, მინდა იცოდეს ტელემაყურებელმა, რომ ჰიპერტონია არის ყველაზე ცუდი, საშიში რისკფაქტორი თანმხლები დაავადებებიდან” – განაცხადა იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ

 

 

“ბევრს ჰგონია, რომ ეს უნდა იყოს დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება ან გულის სხვა დაავადება. სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ჰიპერტონია, მაღალი წნევა არის ყველაზე არასასურველი თანმხლები დაავადება, და სწორედ ეს აქვს ჩვენს მეორე პაციენტს.

 

 

მესამე, ახალ პაციენტს, რომელიც 59 წლისაა,  აქვს ორმხრივი პნევმონია და დიაბეტი” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

თენგიზ ცერვაძემ კომენტარი გააკეთა საეკლესიო რიტუალებზე დასწრებაზეც:

 

 

“მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძიებები რომელიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნის მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა…

 

 

მე მგონია, რომ თვითონ ეკლესიაც ამას გაგებით ეკიდება” – განაცადა ცერცვაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner