logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ჩვენ ერთად მოვიგებთ ომს
- +

23 მარტი. 2020. 21:39

 

„მართლაც, რომ უხილავ მტერთან გვიწევს ბრძოლა, ომს კი ის იგებს, ვინც სწორი სტრატეგიით მოქმედებს“, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

 

 

მისი განმარტებით, ეპიდემიის კონტროლი თვენახევრით ადრე დაწყებული ზუსტი ნაბიჯების შედეგია:

 

 

„ჩვენ ერთად მოვიგებთ ომს. მართლაც, რომ უხილავ მტერთან გვიწევს ბრძოლა, ომს კი ის იგებს, ვინც სწორი სტრატეგიით მოქმედებს. თვენახევრით ადრე დაწყებული ზუსტი ნაბიჯების შედეგია ეპიდემიის კონტროლი. თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღით ადრე ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლის შედეგია, რომ უმტკივნეულოდ მოხდა რეგიონის (მარნეული/ბოლნისი) საკარანტინე ზონად ლოკალიზება. მთავრობის დონეზე გაკონტროლებული მომარაგების სწორი პროცესის შედეგია დღეს არსებული მარაგები სასურსათო მაღაზიებში. აქტიური კომუნიკაციის შედეგია ქვეყნის მასშტაბით არსებული პოზიტიური განწყობები და უშიშრად მოლოდინი ხვალინდელი დღისა. ფასდაუდებელია მთელი საზოგადოების ასეთი ერთიანობა, დაწყებული მოხალისეებით, გაგრძელებული კეთილსინდისიერი ბიზნესმენებით, ჟურნალისტებით, გმირი პოლიციელებით, ექიმებით, საჯარო მოსამსახურეებით, სასულიერო პირებით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებით და დამთავრებული მთავრობის წევრებით.

 

 

მთავრობის მიერ განხორციელებული მძლავრი საინფორმაციო კამპანიის და ეტაპობრივად საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შედეგად, ყველა გათვითცნობიერებულად ვხვდებით არსებულ ვითარებას. დიახ, "ჩვენ მოვიგებთ ომს" - სწორი მოქალაქეობრივი შეგნებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, სწორი პოლიტიკის გატარებით.

 

 

 

P.S. როგორც ყველა ომში ჩვენთანაც გამოჩნდნენ "მარადიორები" (ზოგიერთი პოლიტიკოსი) სახეიროს ძიების იმედით, თუმცა "მარადიორებს" ომის დამთავრების შემდეგ ასამართლებენ“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner