logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მდგომარეობა დამძიმდა
- +

25 მარტი. 2020. 18:51

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 11 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

 

მისი განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში წევს მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი და კიდევ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

 

 

შესაბამისად, რატიანი ამბობს, რომ კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 10 პაციენტი რჩება.

 

 

„რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. ასევე, 11 პაციენტი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილი იქნა რეასნიმაციულ განყოფილებაში პაციენტი სუნთქვის უკმარისობის გამო, მწვავე რესპირატორიული უკმარისობის გამო გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner