logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: ორი ახალი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება
- +

26 მარტი. 2020. 10:55

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება.

 

„გუშინდელი დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა 5 ახალი შემთხვევა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს. აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner