logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინაში 16 მარტის მდგომარეობით ექსპრეს-ტესტის ჩატარება 1561 გრივნა ღირდა, რაც კურსით $55,6 უდრის. როგორც ხედავთ, ტესტი ღირს თითქმის იმდენივე, რაც ჩვენთან
- +

29 მარტი. 2020. 17:59

 

„მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრეს-ტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კორონავირუსის ირიბი ნიშნები გამოვავლინოთ, შეცდომის ალბათობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, უკრაინაში 16 მარტის მდგომარეობით ტესტი თითქმის იმდენივე ღირს, რაც საქართველოში.

 

„კიდევ ერთხელ კორონავირუსზე, ექსპრეს-ტესტების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრეს-ტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კორონავირუსის ირიბი ნიშნები გამოვავლინოთ. შეცდომის ალბათობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ. ახლა რაც შეეხება ტესტის ჩატარების საფასურს, რომელზეც, ასევე, აჟიოტაჟია ატეხილი ცნობილი შემადგენლობის მიერ. უკრაინაში, 16 მარტის მდგომარეობით, ექსპრეს-ტესტის ჩატარება 1561 გრივნა ღირდა, რაც კურსით $55,6 უდრის. როგორც ხედავთ, ტესტი ღირს თითქმის იმდენივე, რაც ჩვენთან“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner