logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
- +

4 აპრილი. 2020. 16:12

 

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დირექტორი  მუხრან გულაღაშვილი.

 

 

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტუმრებს გაწეული და მიმდინარე  საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების  კონკრეტული მონაცემები და  სტატისტიკა,  ასევე ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელიც  საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.  შეხვედრაზე რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა საჭიროებაც და შესაძლებლობაც, რომ ორმა სტრუქტურამ - საკანონმდებლომ და აღმასრულებელმა იმუშაონ ერთობლივად და შეიქმნას ერთობლივი პლატფორმები, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილებს გარკვეულ სერვისებზე წვდომას.

 

„შეიქმნება საინფორმაციო პლატფორმები, სადაც ერთის მხრივ  საუბარი იქნება საექიმო კონსულტაციებზე, ასევე იმ შესაძლებლობებსა და სერვისებზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით არის ხელმისაწვდომი ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის. ასევე, ვისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობასაც  და უახლოეს ხანში გამოქვეყნდება შესაბამისი გრაფიკი, რომელიც მათ ეცნობებათ ყველა საშუალებით, იქნება ეს ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner