logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა
- +

4 აპრილი. 2020. 19:23

 

 

  

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი, ასევე გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

 

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5526 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner