logo_geo
eng_logo
კორონავირუსით დაავადებული სპორტსმენი: ყოველდღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა ვირუსი არ შეეყაროს
- +

7 აპრილი. 2020. 22:50

 

 

 

 

 

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. იგი ამბობს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება.

 

 

„არ მაქვს არანაირი სიმპტომი, მაქვს თუ არა ვირუსი, ამაშიც ეჭვი მეპარება. ჩემი ვირუსი მხოლოდ ანალიზებით არის დადასტურებული. ჩემი კონტაქტები შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ცრუ ინფორმაცია ავრცელდება. მე მხოლოდ სამ ოჯახში ვიმყოფებოდი, აქედან ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და ორში მხოლოდ ნახევარი საათი დავყავი. დავინფიცირდი თბილისში. უშუალო კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, ახლო კონტაქტი მქონდა 6 ადამიანთან. აქედან 5 ადამიანი შემოწმებულია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდეთ. დღეს კონტაქტებიდან მეთერთმეტე დღეა. ყოველდღე ვლოცულობ, რომ ვისთანაც კონტაქტი მქონდა ვირუსი არ დაუდასტურდეთ“, - განაცხადა "იმედის" ეთერში ინფიცირებულმა სპორტსმენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner