logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კვირის ბოლოს დაახლოებით 350-400 შემთხვევას ვპროგნოზირებთ
- +

7 აპრილი. 2020. 23:14

 

 

 

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით 200-მდე კვლევა მიმდინარეობს.

 

 

„დამთხვევა იყო თუ არ ვიცი, დღეს 7 აპრილია და შვიდი ახალი შემთხვევა გქვონდა დღეს დილით. ამჟამად, ახლა ერთია დამატებული, ანუ სტატისტიკა რომ გითხრათ, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – საქართველოში კოვიდ-19 უკვე 46-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

 

 

გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს.

 

“კვირის ბოლოს დაახლოებით 350-400 შემთხვევას ვპროგნოზირებთ -მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება.- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner