logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

23 მაისი. 2020. 11:00

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაემატა ხუთი და გახდა 728 დადასტურებული შემთხვევა.

 

 

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა. იყო 495, ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

მისივე თქმით, ხუთ ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციური საავადმყოფოში არც ერთ არ არის მოთავსებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner