logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: გეპატიჟებით საქართველოში, რათა გაგაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში
- +

23 მაისი. 2020. 13:35

 

 

“ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში, – ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებებს.

 

 

“ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადეკვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

 

 

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

 

 

ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“ – აცხადებს ცერცვაძე.

 

 

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ტოროსიანმა სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner