logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დედაქალაქი მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით
- +

23 მაისი. 2020. 14:57

 

 

 

 

“დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება.

 

 

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც მოგვცემენ მითითებას რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner