logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: 38 000 ჩვენს მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავუვადეთ იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში, ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი
- +

29 მაისი. 2020. 17:20

 

 

„38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავუვადეთ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

 

მთავრობის მეთაურის  თქმით, ეს მოხდა იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში, ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.

 

„არავის არ ახსოვს და არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგისთვის ეს მცირე მეწარმე, ბიზნესი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში, ადამიანისთვის რა იქნებოდა? 38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ეს განბაჟების თანხა გადავუვადეთ. იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი. რასაც ახლა გეუბნებით, ეს არის ფაქტები, რომლებიც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოწმდება. აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, ბიუჯეტი და ყველა ეს ღონისძიება არის მიღებული და გაკეთებული. სხვა ყველაფერი არის დემაგოგია“, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner