logo_geo
eng_logo
პენსიონერებისთვის 200-ლარიან დახმარებაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე თბილისის მერია განცხადებას აკეთებს
- +

29 მაისი. 2020. 17:52

 

პენსიონერებისთვის თბილისის მერიისგან 200-ლარიან დახმარებაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შესახებ დედაქალაქის მერიამ სპეციალური განცხადება გააკეთა.

 

„დღეს, თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner