logo_geo
eng_logo
პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა - "ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში"
- +

31 მაისი. 2020. 19:56

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა მოამზადა სახელწოდებით "ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში".

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში მყისიერად ჩაერთო და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა.

 

 

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების, საკარანტინო ზონების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კონტროლის პარალელურად პოლიცია მოსახლეობას მუდმივად ედგა მხარში და ეხმარებოდა.

 

 

ფოტოგამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: "ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში" - https://www.nplg.gov.ge/exhibitions/policia/

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner