logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: ამ მომენტიდან აშშ კარგავს უფლებას, დედამიწაზე ადამიანის უფლებების თემაზე ვინმეს შენიშვნა მისცეს
- +

2 ივნისი. 2020. 11:19

 

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო აშშ-მა დაკარგა უფლება, სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების თემაზე შენიშვნა მისცეს.

 

 

„ამ მომენტიდან აშშ კარგავს რაიმე უფლებას, არა მხოლოდ მორალურს, არა მხოლოდ ეთიკურს, არამედ ზოგადად უფლებას, დედამიწაზე ვინმეს შენიშვნა მისცეს ადამიანის უფლებების თემაზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

 

მისივე თქმით, აშშ-ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ მოვლენების ამგვარი განვითარება იწინასწარმეტყველა.

 

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner