logo_geo
eng_logo
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყება
- +

4 ივნისი. 2020. 10:05

 

 

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყება.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

 

 

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.

 

 

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა საგანგებო მდგომაროების გამო შეჩერდა.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი ვადა, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

 

 

საკონსტიტუციო პროექტის განხილვას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინ-პლატფორმების მეშვეობით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner