logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დავით ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება
- +

3 ივლისი. 2020. 20:31

 

 

“ჭაკუას ექსტრადიცია შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,”- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირების საკითხს.

 

მისი თქმით, ჭაკუა უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული.

 

ის იყო რეჟიმის ერთ- ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად,"- განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისათვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner