logo_geo
eng_logo
საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან შესრულდა
- +

5 ივლისი. 2020. 16:13

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან განხორციელდა, რომელმაც თბილისში 136 მგზავრი ჩამოიყვანა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

 

„ინფორმაცია კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

 

ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს.

 

მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner