logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორიული ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში
- +

5 ივლისი. 2020. 18:37

 

 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

 

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.

 

,,არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები – ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. 14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. ლაილაში მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე, ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით – ,,ლაილაშის ბიბლია“, რომელიც X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner