logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: ჩემი შეფასებით, ჯერ კორონავირუსის პირველი ტალღაც არ დამთავრებულა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ
- +

1 აგვისტო. 2020. 12:37

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მატება ვირუსის მეორე ტალღას არ ნიშნავს.

 

ეზუგბაიამ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„კორონავირუსის მეორე ტალღას როდის ველოდებით, არ ვიცი. ჩემი აზრითა და შეფასებით, ჯერ პირველი ტალღაც არ დამთავრებულა. დაავადების მკვეთრი მატება სხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner