logo_geo
eng_logo
სახელმწიფო პროგრამები ერთი ბრენდის - „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ გაერთიანდება
- +

12 იანვარი. 2017. 11:55


 

„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას სასტუმრო „რედისონში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აცნობს.


ღონისძიებას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროგრამის ბენეფიციარები, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებიან.


„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოში საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები: „აწარმოე საქართველოში", „ერთიანი აგროპროექტი", „მიკრო და მინი გრანტები", „სტარტაპ საქართველო" და ა. შ.


„აწარმოე საქართველოს" პროგრამის ერთიანი ქუდის ქვეშ დაგეგმილია სახელმწიფო მხარდაჭერის უკეთესი სტრუქტურიზება, სეგმენტირება და ეკონომიკის საჭიროებებზე უკეთ მორგება, ასევე ტექნიკური დახმარების გაძლიერება, სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ასევე „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურის კომპონენტის დამატება, რომელიც გულისხმობს მეწარმეებისთვის მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მოწყობაში მხარდაჭერას ინდუსტრიული სასტუმროების განვითარების მიმართულებით.


გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში" ბრენდის ქვეშ მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში მოეწყობა ქართული პროდუქტის სადემონსტრაციო ბრენდირებული კუთხეები და დახლები.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner